|
2019-03-30 10:23:46, 1628 ნახვა
სამართალი
შსს-ში ევროკავშირის ახალი პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე დაესწრო. პროექტი 2018-2021 წლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს, ასევე, მოსაზრებები გამოთქვეს პროექტის შემდგომ განვითარებაზე და კონკრეტული სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს. პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, სამართალდამცველთა მუდმივი გადამზადების სისტემის შემუშავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის დონორი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია "Hulla & Co Human Dynamics KG"-ის წევრები, ბენეფიციარი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)