|
2019-03-28 19:04:13, 1465 ნახვა
კომენტარი
ქაცარავა: რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი აბსოლუტურად განსხვავებულია
"რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა. მისი თქმით, რეალობა არის ის, რომ საქართველო უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს და ამას საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორები აღიარებენ. „ჩვენ გვაქვს ფატები და არა მხოლოდ სიტყვები. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული. რეალობა არის ის, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, ეს გამოიხატება მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში, პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ეხება ევროკავშირს, ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, და ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრმოლობა და ეს კავშირები სულ უფრო და უფრო მყარდება - ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებით", - განაცხადა ქაცარავამ.
(NS)
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)