|
2019-03-28 18:16:28, 1618 ნახვა
სამართალი
შსს-მ „ჰერბალაიფის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.ფ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა 26 მარტს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე, საკვები დანამატებისა და დაბალანსებული კვების ცენტრი "ჰერბალაიფის" დაყაჩაღება სცადა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა კ.ფ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)