|
2015-06-23 10:43:09, 660 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის ზონაში არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დასრულდა
სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარების დროულად აღმოჩენის მიზნით, თბილიის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სტიქიის ზონაში არსებული უძრავი ქონების ინვენტარიზაცია დაასრულა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სპეციალურმა ჯგუფებმა დეტალურად აღწერეს ვერეს ხეობის, სვანიძის ქუჩის, მზიურისა და ახალი გზის მიმდებარე ტერიტორია. აღწერილი ქონება მოქცეული იქნება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, იმსჯელოს შემდგომი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინვენტარიზაციის პროცესს წყნეთის ხევში დღეს ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე დაესწრნენ. როგორც კარლო ლაფერაძემ აღნიშნა, უძრავი ქონების ინვენტარიზაცია მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება. ამასთან, პროცესს ესწრებიან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც განსაზღვრავენ ოჯახის წევრების რაოდენობას და მათ სოციალურ მდგომარეობას. გარდა ამისა, პროცესში ჩართულები არიან ექპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)