|
2015-06-23 10:01:36, 389 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით შემცირდა
ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარმოადგინა. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯები 140 მილიონი ლარით არის შემცირებული. თუმცა, მინისტრის თქმით, პროექტის კაპიტალური და სოციალური ხარჯების შემცირება გათვალისწინებული არ არის. „ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვიმუშავეთ კოლეგებთან, ამავე დროს გავითვალისწინეთ ის ამბები, რაც თბილისში 13- 14 ივნისს მოხდა და დღეს წარმოვადგინეთ საბოლოო ვარიანტი, რომელიც პრაქტიკულად შეთანხმებულია სამინისტროებთან. ბიუჯეტში საბოლოო ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე ხარჯები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული თანხების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის. საუბარი არ არის კაპიტალური და სოციალური ხარჯების შემცირებაზე, პირიქით ჩვენ გვაქვს იმის რესურსი,რომ წლის განმავლობაში გავზარდოთ კაპიტალური ხარჯები. ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან და მათი თანხების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება სწორედ კაპიტალური თანხებისთვის დამატებით იმ თანხებზე, რომელიც ახლა გვაქვს გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც დღეს განვიხილავთ“,-აღნიშნა ხადურმა. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, მისი უწყება მთავრობის სხდომაზე რამდენიმე განკარგულების პროექტს წარადგენს, რომელიც 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თბილისსა და რეგიონებში მიყენებული ზიანის აღმოფხვრას ეხება. „ამავე დროს დღეს წარმოდგენილი გვექნება რამდენიმე განკარგულების პროექტი, რომელიც დამატებით თანხების გამოყოფას ითვალისწინებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიური უბედურებით მიყებეული ზიანის აღმოფხვრისათვის“,-განაცხადა ხადურმა. აქვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა. „მე მგონი ძალიან ნორმალურია შეიძლება ითქვას მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა ეს მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ასევე მინდა გითხრათ, რომ რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა. ეს რა თქმა უნდა გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში სერიოზული კრიზისია უკრაინაში, რუსეთში ყველგან რთული ვითარებაა. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას და ამის მიხედვით განვვითარდეთ“,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)