|
2019-03-27 13:08:21, 1550 ნახვა
სამართალი
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის გარდაცვალებაში ბრალდებულის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმეზე, გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. სასამართლომ ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა. ხაბელაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პატრულ-ინსპექტორი ზურა რუსიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში და უდანაშაულოდ ცნო 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რუსიშვილს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვის ვადით მიესაჯა. გია სადაღაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და ექვსი თვის ვადით მიესაჯა. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს თბილისი--სენაკი-ლესელიძის გზაზე გადაადგილების დროს დაიღუპა. სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)