|
2019-03-27 12:13:25, 1909 ნახვა
სამართალი
ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლი გაქურდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყნეთში, გოგებაშვილისქუჩის 20 ნომერში, გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლში ქურდები სავარაუდოდ ღამით შევიდნენ. ამასთან, ქობულიას მეზობლები ამბობენ, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული. „გავიგე,რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის არ ვიცი. არ ვიცი რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ გაძარცვეს საღამოს ეს სახლი, დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ არიან“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ფაქტის გადასამოწმებლად „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში მომხდარს არ ადასტურებენ. „მსგავსი შეტყობინება ჩვენთან არ შემოსულა“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)