01:23 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 10:30:51, 1494 ნახვა

სამართალი
ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის  რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, მცხეთის მუნიციპიალიტეტის სოფელ ძეგვში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ და  ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე,  მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტორშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას.

 "თევზჭერის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული 20კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 6 ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics