|
2019-03-27 10:58:34, 1361 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოს ინტერპოლის მიერ 2019 წლის თებერვლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. „ა.ა.-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)