|
2019-03-26 09:45:15, 1414 ნახვა
სამართალი
ჯეკ შეფერდის ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ინტერპოლით ძებნილ ჯეკ შეფერდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით, დღეს საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. შეფერდის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შეფარდი ექსტრადირებას დათანხმდება, შესაბამისი პროცედურები დაიწყება. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში მუქარის შემცველ წერილებს იღებს. „ეგზავნება წერილები მას დღესაც ციხეზე. ხშირად, წერილებში არის როგორც მისი ღირსების მიმართ მიმართული კონკრეტული ციტატები ან მუქარის წერილები. არსებობს საშუალება, რომ მან განსაკუთრებული უსაფრთხოება მოითხოვოს ციხეზე და გამოიყენოს ეს უფლება ცხადია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ მოიქცევა, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ჩვენ განვუმარტეთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)