|
2019-03-25 16:24:23, 1428 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - სასამართლომ ე.წ. უდოს კომისიას დაავალა, ვანო მერაბიშვილის საკითხზე ხელახლა იმსჯელოს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას დაავალა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საკითხზე ხელახლა იმსჯელოს. ჩივიაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 1-თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც დღეს 15:00 საათზე ამოიწურა. ადვოკატის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ 25 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. „ეს გადაწყვეტილება არის უკვე კანონიერ ძალაში შესული. იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვალდებულია ახლა ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისია იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ, რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ იმსჯელონ დაუყოვნებლივ და გაათავისუფლონ მერაბიშვილი პატიმრობიდან,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)