|
2019-03-25 16:10:16, 1314 ნახვა
სამართალი
ვალეში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ე.წ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, 254 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა. „საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა. ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)