|
2019-03-25 13:15:29, 1395 ნახვა
სამართალი
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, თბილისში არსებულ ვიდეოკამერებს კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც კამერიდან კამერამდე არსებულ სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს. ამასთან, მათივე განცხდებით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2204 ვიდეოკამერა, მათ შორის 829 ნომრის ამომცნობი, 1375 კი ზოგადი ხედვის კამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებით გადაფარულია საავტომობილო გზების 432 კილომეტრი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დასაწყისში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა. „თბილისში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე: 1. მარშალ გელოვანის მოედნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე, გიორგი სააკაძის 1-ელ შესახვევამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ). 2. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ). 3. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ). 4. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ). 5. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ). 6. მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთიდან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ). 7. მოსკოვის გამზირის N25-დან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ). 8. მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევიდან მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ)“, - აღნიშნულია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)