|
2019-03-25 11:55:16, 1387 ნახვა
სამართალი
1 მარტიდან დღემდე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 მარტიდან დღემდე, 10 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 17 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევის ყველაზე მეტი - 7 ფაქტი გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ზემო სვანეთში 1 ფაქტი დაფიქსირდა, ასევე 1 ფაქტი - სამეგრელოში, იმერეთში - 5 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 1 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 4 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 2, ხოლო თბილისში - 1 ფაქტი. ჯამში, სამართალდარღვევის 27 ფაქტია გამოვლენილი. სახერხი საამქროები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)