|
2019-03-22 14:29:51, 2933 ნახვა
მსოფლიო
აფეთქება ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში - 47 ადამიანი დაიღუპა, 640 კი, დაშავდა [ექსპრესვიდეო]
ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად სულ 640 ადამიანი დაშავდა, აქედან 90 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 38 პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ამიტომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. მედიის ცნობით, აფეთქება ქარხანაში ღამის 2 საათზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე მეხანძრეებმა აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა შეძლეს, თუმცა სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სეისმიურმა სამსახურმა აფეთქების დროს 2.2. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა აფეთქების გამომწვევი მიზეზი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)