|
2019-03-22 14:12:50, 1368 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი - სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე მომართვიანობა შემცირდა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე მომართვიანობა შემცირებულია. „2018 წელს წინა წლებისგან განსხვავებით შემიცირებულია ჩვენთან მომართვიანობის მაჩვენებელი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. თუმცა, კვლავ რჩება პრობლემად ამ საქმეების გამოძიების არაეფექტურობა. წინა წლებში პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე არ არის შედეგი დამდგარი, არავინ არის პასუხისგებაში მიცემული და ძალიან დაბალია დაზარალებულად ცნობის მაჩვენებელიც. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დროულად შეიქმნას სახელმწიფო ინსპექტორის მექანიზმი, რომელმაც უნდა დაიწყოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ფაქტების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით შეხვედრა და ერთ-ერთი კვლევის შესახებ საჯარო მოსმენა გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)