|
2019-03-21 12:14:07, 1478 ნახვა
სამართალი
შსს-მ რუსთაველის 12-დან კომპიუტერები ამოიღო საიდანაც სავარაუდოდ TBC ბანკზე კიბერთავდასხმა მოხდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რუსთაველის N12-დან, საიდანაც „თიბისი ბანკზე“ სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას, რამდენიმე თვეა, ეს გამოძიება მიმდინარეობს. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დარულება შესაძლებელი იქნება ერთ დღეში, ორ დღეში და ერთ კვირაში. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, როგორც გამოკითხვები, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12-დან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. კომპიუტერული ინფორმაციის დამუშავებისთვის საკმარისი არ არის მცირე დრო", - აცხადებს მეზვრიშვილი. შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკი" შს მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში კიბერთავდასხმის მისამართად რუსთაველის 12-ს უთითებს. აღნიშნულ მისამართზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მეზვრიშვილი ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)