|
2019-03-20 20:58:45, 1518 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia
ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომის ვიზიტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სესილია მალმსტრომი და მისი გუნდი აქტიურად არის ჩართული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. „ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ქართული კომპანიების რაოდენობა, რომელიც ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ ევროკავშირის ბაზარზე, მაგრამ ჩემი სურვილია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და მცირე და საშუალო ბიზნესი მონაწილეობდეს ამ საექსპორტო ოპერაციებში. შესაბამისად, ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ერთობლივი მექანიზმი, თუ როგორ წავახალისოთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის მთავარი ბიზნეს მოდელი იქნება ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ახალი ფინანსური მექანიზმი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარება. „მე ვგულისხმობ საკრედიტო საგარანტიო სქემას და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მეწარმეებს, რომ ვისაც აქვს შესაძლებლობა, აუცილებლად მიიღოს ამ პროგრამაში მონაწილეობა. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გავზარდოთ და შევძლოთ, უფრო ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილი ევროკავშირის ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ 700 კომპანიას, ყველა მის თანამშრომელს, რომელიც ახორციელებენ ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას და ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზე. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან საშუალებას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება ხშირად ვნახოთ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)