|
2019-03-20 16:12:25, 1400 ნახვა
სამართალი
შსს-მ ავჭალაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნეს, დაკავებულია - 2 პირი: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 20 მარტს ღამის საათებში ნიღბით და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველებს დაემუქრნენ და თანხა მოსთხოვეს. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე საათში დაადგინა და ისინი ბრალდებულის სახით დააკავა. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)