|
2019-03-18 10:52:20, 1350 ნახვა
სამართალი
ვარკეთილში, მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში, მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედბების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ჩ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)