|
2019-03-18 10:42:26, 1418 ნახვა
სამართალი
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს მარტის ბოლოს გამოიტანენ
ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პროკურორებმა სასამართლო პროცესზე 40-მდე მოწმე დაკითხეს და საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება გამოიკვლიეს. „პროცესი გაგრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ დამოუკიდებლად მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის შესაბამისად მათი მხრიდან იგეგმება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე იმ პირების გამოკითხვა, რომელთა უმეტესობას საგამოძიებო პროცესში უმნიშვნელო ფუნქციები აქვთ შესრულებული“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეები დასკვნით სიტყვებს დღეს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მააჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად გავლენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)