00:36 - 29 May, 2026
|
2019-03-15 15:58:10, 1464 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნეს - მხილებულია ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ბ. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა და წერეთლის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო და სასურსათო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს. „ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)