|
2019-03-14 14:03:53, 1581 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე კვარაცხელიას გარდაცვალებაზე: ეს არის რუსეთისადმი ე.წ. დათმობების პოლიტიკის შედეგი
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება ყოველდღიურ პრობლემად იქცა. როგორც გოცირირძემ აღნიშნა, გატაცებების ფონზე საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობაში არჩეულ კურსს - ე.წ. დათმობის პოლიტიკას არ ცვლის. "ფაქტია, რომ სიკვდილი მოჰყვა ამ ახალგაზრდის გატაცებას და ეს უკვე გახდა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური სატკივარი გატაცება წამება. ის, რომ ხელისუფლება არ იღებს შესაბამის ზომებს, ტატუნაშვილის სიაში ერთი რუსიც კი არ არის შეტანილი და მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები არინ მოქცეული. ხელისუფლება არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს და ეს სწორედ არის რუსეთისადმი ამ ე.წ. დათმობების პოლიტიკის შედეგი“, -განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 10 მარტს დააკავეს. ადგილობრივების თქმით, კვარაცხელიასა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, საბუთების შესადგენად ირაკლი კვარაცხელია სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში გადაიყვანეს. "ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე სამედიცინო პერსონალი გამოიძახეს, თუმცა კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მომხდარის გარემოებების გამოძიებას რუსეთის შესაბამისი უწყებები ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ირაკლი კვარაცხელია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)