|
2015-06-20 16:26:56, 419 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო: ქლორის კონტეინერებიდან ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქლორის კონტეინერებიდან ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მთავარ რისკად ქლორის კონტეინერების ტრანსპორტირება რჩება. “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ თხევადი ქლორის კონტეინერებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალისტები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. აღმოჩენილი ქლორის კონტეინერებიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. მთავარ რისკად რჩება კონტეინერების ტრანსპორტირება, სწორედ ამიტომ სამინისტროს მხრიდან მზადდება შესაბამისი სტანდარტული პროცედურები. პროცედურების დასრულებისთანავე, მოძრაობის ნაკლები ინტენსივობის ეტაპზე, მოხდება ადგილიდან კონტეინერების სპეციალური ტრანსპორტით უსაფრთხოდ გატანა. კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ ამ ეტაპზე ქლორის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ტერიტორიის 24 საათიან მონიტორინგი“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)