|
2019-03-12 19:10:50, 1512 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე - მე და ჩემს ადვოკატს საქმის მასალების გასაცნობად, სათანადო პირობები არ შეგვიქმნეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მას და მის ადვოკატს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შეუქმნეს სათანადო პირობები საქმის მასალების გასაცნობად. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროში უშედეგო აღმოჩნდა. „ვერ დავარქმევ ამას შედეგს იქიდან გამომდინარე, რომ მართლა არც ვიცოდი, რატომ მოვდიოდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემთვის არასდროს არ აუკრძალია საქმის მასალების გაცნობა და არასდროს არ მქონია შეფერხება. მე მჭირდება ყველა საქმის მასალა აბსოლუტურად, ეს გამოყოფილი იქნება, გადაყოფილი იქნება, ძირითადი იქნება თუ რა იქნება. აბსოლუტურად ყველაფერს რომ მოაგროვებენ ერთად, მერე დამიძახებენ და გავეცნობით, ასე რომ ვთქვათ, კონსპორაციულ ოთახს თუ რასაც ეძახიან თვითონ, წყნარად რომ დავჯდეთ ჩვენთვის. გამომძიებელს ვეკითხები, რამდენი ხანი მოუნდი ამ საქმის მასალების გაცნობას მეთქი და ორი კვირა დღე და ღამე ვკითხულობდიო. ახლა 1 საათში რომ ვერ გავეცნობი მასალას, ხომ ფაქტია“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)