|
2019-03-12 18:17:55, 1548 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: უახლოეს პერიოდში საქართველო 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციებს მიიღებს ენერგეტიკის სფეროში
ენერგეტიკის სფეროში ახალი პროექტები ქვეყანას უახლოეს პერიოდში 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციებს მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს აქვს მთავრობის და პრემიერის დავალება, რომ ენერგეტიკაში მაქსიმალურად გაააქტიუროს მხარდაჭერა ინვესტორების მიმართ. ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ახალი 900 ჯამური მეგავატის დადგმული სიმძლავრის 50-მდე პროექტი შევიდა. „მათი ნაწილი უკვე იქცა მემორანდუმად, ნაწილიც უახლოეს პერიოდში იქცევა მემორანდუმად და დაიწყება მშენებლობები. ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დამატებითი, ახალი ინვესტიცია, რომელიც უახლოეს პერიოდში აისახება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იწყება ახალი პროექტები განახლებად ენერგიებში, კერძოდ, 300 მეგავატის ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე წელს დაიწყება, ასევეა მზის ელექტროსადგურებთან დაკავშირებითაც - ნათია თურნავას ინფორმაციით, მზის 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის პირველი ელექტროსადგურის ტენდერი შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ინტენსიფიკაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაა, მათ შორის განსაკუთრებით რთულია მსხვილი პროექტების წარმოება, რადგან მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო, ასევე გარემოსდაცვითი რისკების თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
(NS)
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)