|
2019-03-12 16:38:13, 1790 ნახვა
სამართალი
„ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა“ - სასამართლოში ბაგრატიონთა 2 შტოს შორის დავა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონთა ორ შტოს შორის სამეფო დავა მიმდინაროებს. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის არარსებული სამეფოს ტახტი და რომელი შტოა ჭეშმარიტად მეფური წარმომავლობის. სასამართლოში იმყოფება დედოფალი ანა, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თაღლითია და ის სამეფო ორდენებს ყიდის. როგორც დედოფალის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განაცხადა, რამდენიმე ისტორიკოსი ესწრება. „მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა", - აღნიშნა ლევან გორელაშვილმა. ამასთან, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის სამეფო გვარის შთამომავლობის დასადასტურებლად დნმ-ის ანალიზის ჩატარებას სთხოვს. „სანდო წყაროთი ვიცი,რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლოს, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა.თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია", - განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)