|
2019-03-12 16:36:40, 1479 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შედეგები შეაჯამა. გიორგი ქობულიამ ვიზიტს დადებითად შეაფასა და მას მნიშვნელოვანი უწოდა. „კორეა აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, ეს ვიზიტი ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობებს ხსნის", - აცხადებს ქობულია. კორეის რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით 11-12 მარტს იმყოფებოდა, ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა შედგა კორეის რესპუბლიკის სამთავრობო და ბიზნესწრეებთან, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. „გარდა იმისა, რომ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას კორეასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, ვიწყებთ მუშაობას ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებაზე, აგრეთვე გაიხსნა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შექმნის შესახებ", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს კორეის ბიზნესსექტორთან. „ჩვენ შევხვდით უმსხვილესი კონგლომერატების ხელმძღვანელებს, როგორიცაა „ჰიუნდაი" და „სამსუნგი", ასევე შეხვედრები გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვან სააგენტოებთან, რომლებიც პრაქტიკულად კორეაში უმსხვილესი ბიზნესების ასოციაციებს წარმოადგენენ", - აღნიშნა მან. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება შედგა კორეის საშუალო და მცირე ბიზნესის სააგენტოსთან და ახლო მომავალში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის თანახმადაც სააგენტო ქართულ მხარეს თავისი გამოცდილებით დაეხმარება, რათა მან უფრო ეფექტიანად ააწყოს საქმიანობა ქართული საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. „ჩვენ ასევე მოლაპარაკება გვქონდა კორეის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან, სადაც აღგვითქვეს დახმარება საქართველოში ბიზნესფორუმის ჩატარების კუთხით. შედგება ქართველი ბიზნესმენების ვიზიტი კორეაში, სადაც წარვადგენთ ჩვენს პროდუქციას", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მინისტრის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა იმპორტის წახალისების სააგენტოსთან, სადაც ქართულ მხარეს ქართული პროდუქციის კორეაში იმპორტის მხარდაჭერას დაპირდნენ. „ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)