|
2019-03-11 17:30:10, 1628 ნახვა
კომენტარი
სუბარი: გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია არ მგონია სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი იყოს
"გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია არ მგონია სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი გზა იყოს", - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში“ განაცხადა. სუბარი მიიჩნევს, რომ გუნდიდად თითოეული ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია. „თითოეული ადამიანი არის დანაკლისი, განსაკუთრებით ის ხალხი ვისთან ერთადაც გამოვიარეთ ძალიან მძიმე ბრძოლა, არამხოლოდ 2011 წლის შემოდგომიდან .იგივე ეკა ბესელიასთან, ძალიან დიდი ხნის თანამებრძოლობაც მაკავშირებს და მეგობრობაც, მაგრამ ადამიანები თავად ირჩევენ თავიანთ გზას, გზაგასაყარი ზოგჯერ დგება. მე არ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სწორი მიზეზია ის, რის გამოც ეს მოხდა. მაგრამ ჩვეულებრივი პროცესია. სამწუხარო, თუმცა ჩვეულებრივი. როგორც სუბარმა აღნიშნა, სასამართლო რეფორმა, სასამართლოს ბედი არის უმნიშვნელოვანესი მომავალი საქართველოსთვის. სოზარ სუბარს მიიჩნევს რომ გზა რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია სასამართლოს გაჯანსაღებისკენ არ არის მიმართული. "სასამართლო რეფორმა, სასამართლოს ბედი არის უმნიშვნელოვანესი მომავალი საქართველოსთვისამ შემთხვევაში გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია არ მგონია ამ სისტემის გაჯანსაღებისათვის სწორი გზა იყოს. მეორე, თუ ის მართლა ასე ფიქრობს, ამ შემთხვევაში მას გაცილებით ადრე უნდა დაეწყო ეს ბრძოლა და ამოეღო ხმა, თუნდაც მაშინ როდესაც ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ დღეს ასეთი კრიტიკით გამოდის, არჩეული იქნენ უვადოდ - თუ მაშინ ხმას არ იღებდა ან არ იღებდა ასეთი სიმძაფრით, მასინ რა მოხდა ამ დროის მონაკვეთში? ახლა მთავარია, რაც ნაკლები იქნება პოლიტიკური და საზოგადოებრივი წნეხი სასამართლოზე. ზოგჯერ ხდება რაღაცის დემონიზება, ეს სისტემა ექცევა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ფუნქციონირება უჭირს. როდესაც საუბარია გარკვეულ მორალურ წნეხზე, ეს ერთია და როდესაც საუბარია წნეხზე, რომლითაც ცდილობ სისტემა ჩამოშალო, დაანგრიო, სისტემის დემორალიზება მოახდინო - ეს ორი სხვადასხვა რამეა“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა მისივე თქმით, დღეს გვაქვს ვითარება , როდესაც 10-ჯერ არის შემცირებული სტრასბურგში ადამიანსი უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით წასული საქმეების რაოდენობა. "დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სასამართლო სისტემა . ჩვენ გვქონდა სასამართლო სისტემა,რომელიც წლის განმავლობაში განიხილავდა 18,19 , 20 ათას სისხლის სამართლის საქმეს და გამამართლებელი განაჩენი იყო ერთი, ასეთი წელიც იყო 2008-ში.იყო გამამართლებელი განაჩენი იყო 5-7. ეს იყო 0,001 % და დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა ვითარება და ამაზე მემგონი ძალიან მარტივად ვთანხმდებით. დღეს გვაქვს ვითარება,როდესაც 10-ჯერ არის შემცირებული სტრასბურგში წასული საქმეების ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით. სამჯერ ნაკლებია სასამართლო საქმეები,ვიდრე ვთქვათ ევროკავშირის წევრი სვროპული სახელმწიფოების ,რომლებსაც იმავე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავთ", - განაცხადა სუბარმა.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)