|
2015-06-20 10:41:09, 774 ნახვა
პოლიტიკა
"გაზეტა.რუ" - რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ჩრდილოეთ კავკასიის სამგზავრო მატარებლების კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოთხოვნის შესაბამისად, 2015 წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად ივლის სამგზავრო მატარებელი ქალაქ ადლერსა და გაგრას შორის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ადლერსა და გაგრას შორის სულ 40-კილომეტრიანი მანძილია. მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით 200 რუბლია. რეისს სამი მატარებელი შეასრულებს, რომელთაც ერთდროულად 232 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მატარებლები დილით, შუადღით, საღამოს და ღამის საათებში ივლიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)