|
2019-03-11 10:21:05, 1441 ნახვა
სამართალი
პოლიციამ მარნეული-კაზრეთის სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ფაქტებზე, 1980 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეული-კაზრეთის რკინიგზის სოფელ ჭაპალის მონაკვეთზე ლიანდაგიდან დეტალების მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ამავე ტერიტორიაზე მომუშავე რკინიგზის თანამშრომელმა - რ.ა.-მ შენიშნა. ე.ა.-მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ნაძარცვი დეტალებით მიმალვას აპირებდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს მარნეული-კაზრეთის რკინიგზის 27-ე კილომეტრიდან ლიანდაგის დეტალები მოიპარა. გამოძიება ძალადობით ჩადენილ ძარცვის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)