|
2019-03-09 14:36:02, 1835 ნახვა
სამართალი
კახეთის პოლიციამ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1975 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ა. ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, საიდანაც 500 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა ე.ჩ.-ს საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ასევე, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღი, 21 ცალი საბრძოლო ვაზნა და ორი ცალი ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლით“, - ნათქვმია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)