|
2015-01-22 13:25:47, 2401 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას შერწყმის პროცესი წარმატებით დასრულდა
თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას იურიდიული და საოპერაციო შერწყმის პროცესი წარმატებით დასრულდა. ამ დროიდან თიბისი ბანკი კონსტანტას ოპერაციებს განახორციელებს, როგორც ერთი იურიდიული პირი. კონსოლიდაციის შედეგად, მოხდა თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას სერვისებისა და პროდუქტების ინტეგრაცია, რის შემდეგაც ყოფილი კონსტანტას მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება იგივე პროდუქტები და სერვისები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ მანამდე. პროცედურული ცვლილებების შესახებ კონსტანტას კლიენტებს უკვე მიეწოდათ ინფორმაცია. უახლოეს თვეებში განხორციელდება რებრენდინგი და ყოფილი კონსტანტას ფილიალები გააგრძელებს მუშაობას „თიბისი ბანკი კონსტანტას“ სახელით. კონსტანტას მომხმარებლებს მომსახურების მიღება შეეძლებათ თიბისი ბანკის ქსელსა და ყოფილი კონსტანტას ფილიალებში. „სიამოვნებით მინდა, მივულოცო კონსტანტას მომხმარებლებს ამ პროცესის წარმატებით დასრულება და თიბისი ბანკის თანამშრომლებს მინდა, მადლობა გადავუხადო კონსოლიდაციის ეფექტურად და უმტკივნეულოდ განხორციელებისათვის. გვჯერა, რომ კონსტანტას შერწყმა თიბისი ბანკთან არის ახალი შსაძლებლობა არა მხოლოდ კონსტანტას კლიენტებისთვის, რომლებიც მიიღებენ უნივერსალურ საბანკო მომსახურებას, არამედ თავად თიბისი ბანკისთვის, რომელიც შეძლებს, გააძლიეროს საკუთარი პოზიციები მიკროფინანსირების ბაზარზე“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას კონსოლიდაციის შესახებ გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიკროფინანსების ბაზარზე არსებული ახალი გამოწვევებისა და ამ ბიზნესში ზრდის მაღალი პოტენციალის გამო, გასული წლის ბოლოს მიიღო. კონსოლიდაციის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შერწყმის შემდეგ, მიკროფინანსირება თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)