|
2019-03-08 13:38:31, 1681 ნახვა
რეგიონი
აჭარა მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN 2019“ ეცნობიან. რეგიონს გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგენს. გამოფენას ესწრებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რომლებმაც საქართველოს სტენდთან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს, ბერლინის მერსა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უმასპინძლეს. ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე 186 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს. „მსგავსი ტიპის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ტურისტული ბიზნესის ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე დღეს ამ გამოფენაზეა წარმოდგენილი, რაც ბუნებრივია საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. გერმანია ჩვენთვის ახალი ტურისტული ბაზარია, სადაც სარეკლამო კამპანიებს ორი წელია ვანხორციელებთ. ვიყენებთ ისეთ მსხვილ და საერთაშორისო მედიაპლატფორმებს, როგორებიცაა Deutsche Welle, RTL და N-TV. გამოფენის ფარგლებში ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას ვმართავთ ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან, რომლის შედეგიც რეგიონში გერმანელი ტურისტების რაოდენობისა და აჭარის შესახებ ცნობადობის გაზრდა იქნება”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)