|
2019-03-08 12:49:25, 1670 ნახვა
სამართალი
შსს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის მე-6 მიკრო რაიონში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, თბილისში, გლდანის მე-6 მიკრო რაიონში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხნენ. თვითმხილველების განცხადებით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი, მათ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმელებმა მძევალი აიყვანეს და სწორედ მას შემდეგ მოახერხეს ტერიტორიიდან მიმალვა, თუმცა შსს-ს მძევლის აყვანის ფაქტზე ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)