|
2019-03-07 08:06:32, 1789 ნახვა
სამართალი
გიორგი ქადაგიძე ჩვენებას სასამართლოში მისცემს - ის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში მის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. როგორც ქადაგიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ქადაგიძემ განმარტა, რომ ის ჩვენებას სასამართლოში მისცემს. გარდა ამისა, სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. "ძვირფასო მეგობრებო, მინდა მცირე განმარტების გაკეთება. მივიღე უწყება „ თიბისის საქმეზე“ მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით, არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება. აქვე ვიტყვი, რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას. სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ცხადია აუცილებლად მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს მიმდინარე პროცესებთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. პ.ს. როგორც ჩემი დამოკიდებულება და მცირე პოლიტიკური ჟესტი ამ საქმის მიმართ, სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე“, - წერს გიორგი ქადაგიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)