|
2019-03-06 15:20:16, 2050 ნახვა
სამართალი
შსს-მ ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ექსპრესვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდში ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ვ.ც., 1985 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ვ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, კომპანია "ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილ ერთ-ერთ მარკეტში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე მარკეტის პერსონალს და დაცვის თანამშრომელს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაიმტვრა სხვადასხვა სახის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით სავსე ბოთლები. სამივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)