|
2019-03-06 12:09:53, 2079 ნახვა
სამართალი
ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა - ექსპრევიდეო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის გასაღების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, კახეთის რეგიონში 200 ლარის ნომინალის ყალბი კუპიურა გაასაღა. ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულებმა, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირებისგან ამოღებულია ჯამში 4 150 ლარის ოდენობის სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)