|
2019-03-06 10:14:06, 1786 ნახვა
სამართალი
გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. სასამართლო პროცესი ამჯერად, რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება. დღევანდელ პროცესზე კი, მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან.ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც საქმეში დევს და რომლის მიხედვით, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი გორში მოკლული 9 წლის ბავშვის ცხედარზეა აღმოჩენილი. ნებიერიძემ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილვაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის გოგონა 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)