|
2019-03-05 16:17:08, 1876 ნახვა
სამართალი
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი“ - ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი“, - ამის სესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურლისტებს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას მის მიერ ხსენებული მუქარის წერილის ასლი გადასცა და შეკითხვებს უპასუხა. „როგორც მოგეხსენებათ ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები, გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. ახლა გამოვედი, წერილის ასლი გადავეცი, გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეგ იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტში გამართულ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)