03:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 14:56:55, 1508 ნახვა

კომენტარი
ქუცნაშვილი: პოლიტსაბჭომ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ძველებსაც და ახლებსაც აერთიანებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ქუცნაშვილის თქმით, ღარიბაშვილის დაბრუნებით პარტია ძველე და ახალ წევრებს გააერთიანებს. 

"ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ჩემი აზრით, რომ "ქართული ოცნება" აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც. ირაკლიზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის არის ახალი, მას აქვს დამსახურება პირველი დღიდან ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბების საქმეში. ასე რომ მე მიხარია, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ ამჯერად უკვე პარტიულ საქმიანობაში ირაკლი ღარიბაშვილს", - განაცხადა ქუცნაშვილი.  

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics