17:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 12:41:23, 1957 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაციამ ევროპის სარკინიგზო გაერთიანის ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ ქალაქ ბრიუსელში გამართულ ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიასა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანის რიგით 63-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.

ასამბლეაზე განხილეს  სარკინიგზო სექტორთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის  განვითარებას ევროკავშირის  პოლიტიკის დონეზე და  სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.  ისაუბრეს  პარტნიორ  სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან,  შემდგომი თანამშრომლობის  გაღრმავებასა  და სამომავლო  ურთიერთობებზე.

შეხვედრები გაიმართა ევროპის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის (DG Move) ხელმძღვანელ ჰენრიკ ჰოლოლაისთან, ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (CER) აღმასრულებელ დირექტორ ლიბორ ლოხმანთან და დოიჩე ბანის (DB) გენერალურ დირექტორ რიჩარდ ლუცისთან. შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო თანამშრომლობის პრინციპები და ხედვები  გაუზიარეს.

 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics