|
2019-03-04 17:49:54, 1823 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. ამჯერად, აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. პოლონეთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია აჭარისთვის, სადაც დეპარტამენტი აქტიურ ონლაინ და სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. წლის განმავლობაში კი სამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. მზარდია რეგიონში პოლონელი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 2018 წელს 11,5%-იან ზრდას ითვალისწინებდა. 2019 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს რეგიონს პოპულარიზაციას, მათ შორის ისეთ მსხვილ და მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ბარსელონას, ლონდონისა და საფრანგეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)