|
2015-06-19 14:39:49, 401 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს, ჯოზეფ ლიბას და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მენეჯერს, კატერინა ნიცოვას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან ერთად შეაფასეს ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები. აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, ოლიმპიურ ობიექტებზე სამუშაოები არ შეფერხებულა. ჯოზეფ ლიბას განცხადებით, მათ დაათვალიერეს ოლიმპიური ობიექტები და დარწმუნდნენ, რომ თბილისი მზად არის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)