|
2019-03-02 10:12:57, 1761 ნახვა
სამართალი
შსს-მ ავტომობილის და ოფისის გაქურდვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ე.გ. და 1978 წელს დაბადებული დ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ე.გ.-მ ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილის საბურავები, ასევე საბურავის დისკები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეორე ბრალდებულმა, დ.ლ.-მ კი ერთ-ერთი კომპანიის ოფისში უკანონოდ შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და მიიმალა. „პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)