|
2019-03-01 19:19:44, 2174 ნახვა
სამართალი
კუპრავა: ქართული მართლმსაჯულების „სინდისის პატიმარი“ ვარ - ჩემი აქ ყოფნა ყველა კანონს ეწინააღმდეგება
„ჩემი აქ ჯდომა, თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ არის პოლიტიკური და თუ სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ, მე ქართული მართლმსაჯულების სინდისის პატიმარი ვარ“, - ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაკავების მომენტში პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს. ამასთან,კუპრავას განმარტებით სპეცოპერაციით მისი აყვანის აუცილებლობა არ იყო. „24 რიცხვში ჩემი აყვანის სპეცოპერაცია ჩატარდა. თუმცა, ამის საჭიროება არ არსებობდა. ძალისმიერი გაყვანა ჩემი სამუშაო ოფისიდან საჭირო არ იყო. არავის ჩემთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს, რომ აღკვეთი შეცვლილი მქონდა. ეს პროკურორისგან ტელევიზიით მოვისმინე, მაგრამ აღკვეთი რომ შემეცვალა, ხომ შეიძლებოდა ეთქვათ?! როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს. ჩემი აქ ჯდომა, თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ არის პოლიტიკური და თუ სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ, მე ქართული მართლმსაჯულების სინდისის პატიმარი ვარ, მე არ უნდა ვიჯდე აქ, ჩემი აქ ყოფნა ეწინააღმდეგება ყველა კანონს“, - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)