|
2019-03-01 18:52:40, 1889 ნახვა
სამართალი
ეუთო საპრეზიდენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეუთო-ს ანგარიშით სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კარგად შეფასდა. „ეუთო-ს ანგარიშით საკმაოდ კარგად შეფასდა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა. კერძოდ, ის საკითხები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოხდა რამდენიმე ცალკეული ინციდენტი, მათ შორის ის ძალადობრივი ინციდენტები, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა დაუყოვნებლივ რეაგირება. მოხდა ამ ფაქტების გამოძიება და 27 პირია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ამავე საკითხთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით საარჩევნო პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური იყო და ინციდენტების დროს პასუხისგებაში იქნენ მიცემული სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რაც ეუთოს დასკვნაშიც არის ასახული. „ამ დასკვნით წარმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო პოლიტიკურად ნეიტრალური. პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა, რომ 72 საქმე აღიძრა და 27 ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებიც თუ მხარდამჭერები.“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)