|
2015-06-19 13:34:12, 477 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: სტიქიის შედეგად ოლიმპიური ფესტივალის ობიექტები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა
ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ობიექტები სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. კვირიკაშვილის თქმით, ამ კუთხით შეფერხებები არ იქნება. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოლიმპიადის ობიექტებს სერიოზული ზიანი არ მიუღია. მცირეოდენი დაზიანებები იყო, მაგრამ მცირე პერიოდში გამოსწორდა და დღესაც მიმდინარეობს მუშაობა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია შეფერხებები არ იქნება“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა. გიორგი კვირიკაშვილი ვერეს ხეობის დაგეგმარებასთან დაკავშირებით შექმინილი კომისიის საკითხს გამოეხმაურა. გორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვენლოვანია, რომ მომავლში მსგავსი ზარალი თავიდან იყოს აცილებული. „რამდენად ჩემთვის ცნობილია დღეს არის კომისიის პირველი შეხვედრა. იმ ინფრასტრუქტურული ზარალის აღმოფხვრაზეა საუბარი, რომელიც ქალაქმა მიიღო. გვინდა, რომ სწორად განვსაზღვროთ იმ ინფრასტრუქტურის ახალი დიზაინი, რომელიც უნდა შეიქმნას და ამისთვის მოვიწვიეთ წამყვანი სპეციალისტები, რათა როგორც გარემოს დაცვის კუთხით ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით იქნას სწორი პროექტები დაგეგმილი, რათა მომავლში მაქსიმალურად რამდენადაც ეს შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ასეთი ზარალი. პირველ რიგში რა თქმა უნდა მსხვერპლი, ადამიანის სიცოცხლის სახით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)