|
2015-06-19 13:32:16, 466 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა თბილისის შშმ ჩვილ ბავშვთა სახლში სენსორული ოთახი დააფინანსა
ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სალხში სენსორული ოთახის გარემონტება და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა უზრუნველყო. „ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები ამ დარგის სპეციალისტებთან და რაც შშმ ბავშვების ფსიქო–მოტორული აქტივობისთვის არის საჭირო, ის ინვენტარი შევიძინეთ. ესენია: ვიზუალური და ფიზიკური აქტივობისთვის განკუთვნილი გასანათებელი საშუალებები. დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად, ფონდი ეცდება კიდევ, რომ როგორც დონორებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად, სრულფასოვნად აღჭურვოს ეს ოთახი“, – აღნიშნა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ფსიქოლოგის ლონდა ქარსლიანის განცხადებით, დაწესებულებაში ძირითადად შშმ ბავშები არიან, რომლებსაც მხედველობასთან, სმენასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. სენსორული ოთახი კი, ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვების გარემოსთან ინტეგრირებას ხელს შეუწყობს. „სენსორული ოთახი აუცილებელია ჩვენი დაწესებულებისათვის, ვინაიდან აქ გვყავს შშმ ბავშვები. მათ აქვთ მხედველობასთან, სმენასთან, გადაადგილებასთან პრობლემები, ისინი თავად ვერ ეხებიან, ვერ აღიქვამენ, ეს ოთახი ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბავშები განვავითაროთ და მივაღებინოთ ყველა ის უნარჩვევა, რაც მათ ამ ასაკში სჭირდებათ. დავეხმაროთ მათ სამყაროსთან ინტეგრირებაში“, – აღნიშნა ლონდა ქარსლიანმა. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ამ დროისთვის 53 ბენეფიციარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)