|
2019-03-01 13:23:39, 1914 ნახვა
სამართალი
კამპანია „აიცილე მურუსიძე“ - ადვოკატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
მოსამართლის წინააღმდეგ ადვოკატების მიერ დაწყებულ კამპანიას - „აიცილე ლევან მურუსიძე სასამართლო პროცესიდან“ ყოველდღიურად უფრო მეტი ადვოკატი უერთდება. ადვოკატებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. კამპანიის ორგანიზატორები ადვოკატებს მოუწოდებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეებთან მოუწევთ მუშაობა, სასამართლო პროცესებზე მათი აცილების შუამდგომლობა დააყენონ. „ჩვენ ადვოკატები უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ჩვენი აზრი, პოზიცია ამ კამპანიასთან დაკავშირებით უნდა დავაფიქსიროთ. გარკვეულწილად, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ვინ რომელ მხარეს ვდგავართ ამ კამპანიაში. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ადვოკატებთან“, - განაცხადა ადვოკატმა გიგი სისვაძემ. ნობისთვის, ადვოკატთა ნაწილი, რომელმაც გუშინ ლევან მურუსიძის წინააღმდეგ კამპანია - „აიცილე ლევან მურუსიძე“ დაიწყო. ამასთან, ადვოკატები კიდევ 9 მოსამართლის: გიორგი მიქაუტაძის, ვასილ მშვენიერაძის, სერგო მეთოფიშვილის, ირაკლი შენგელიას, რევაზ ნადარაიას, ირაკლი ბონდარენკოს, დიმიტრი გვრიტიშვილისა და თამარ ონიანის აცილებას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)